სლუცკი კვარაზე: „პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა“
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ Comment.Show-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ის პირველივე ვარჯიშზე მოხიბლა.
რას ამბობს სლუცკი:
როდესაც „რუბინში“ მივედი და პირველივე ვარჯიშზე გავედი, კვარაცხელია დავინახე, შემდეგ იაროვინსკის მივუბრუნდი და ვუთხარი - „აქ ტყუილად არ მოვსულვართ“. ანუ, პირველივე ვარჯიშზე ცხადი იყო, რომ აქ იყო ადამიანი, რომელსაც ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა და როდესაც თავისი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდა, ნამდვილი ბომბი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა და რუსული კლუბის მაისურით ჩატარებულ 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.