ელიფ ელმასი
Aa
Aa

7-ნომრიანი მაისური თავისუფალია - ელმასი ლაიპციგის ფეხბურთელია

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ელიფ ელმასი „ნაპოლის“ დატოვებდა და კარიერას გერმანულ „ლაიპციგში“ გააგრძელებდა.

საბოლოოდ ასეც მოხდა, „რედ ბულის“ კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი „ლაიპციგის“ ფეხბურთელია.

ჩრდ.მაკედონიელმა შემტევმა „ლაიპციგთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 6-ნომრიანი მაისური მოირგო.

ცნობისთვის, ელიფი სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი ნომერია. ახლა კვარას თავისუფლად შეუძლია, რომ აღნიშნული ნომერი მოირგოს.

შეგახსენებთ, რომ ელიფ ელმასი „ნაპოლის“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დრემდე, ჩრდ.მაკედნოიალმა ყველა ტურნირზე ერთად 189 მატჩი მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები