ხამეს როდრიგესი
Aa
Aa

„ყველა ხელით ჭამდა, რასაც ვერ შევეგუე“ | ხამესი კატარში გატარებულ პერიოდზე

მადრიდის „რეალისა“ და „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა კატარში გატარებული პერიოდი გაიხსენა. კოლუმბიელმა განაცხადა, რომ იქაურ კულტურასთან ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა და კულტურულ შოკს ვერ გაუმკლავდა.

„კატარში ცხოვრება ძალიან ძნელია. კატარი არის ქვეყანა, სადაც ადაპტაციის გავლა გამიჭირდა. როგორც იცით, საფეხბურთო მატჩების დასრულების შემდეგ, შხაპის მიღებისას ყველა შიშველია, მაგრამ თანადგუნდელებმა მითხრეს, რომ კატარში იმავეს ვერ გავაკეთებდი... ძალიან შემეშინდა.

კატარში ყველა ხელით ჭამს, რასთან შეგუებაც ძალიან გამიჭირდა. დანა-ჩანგალი მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, რომ ხელით უნდა მეჭამა, რაზეც ვუპასუხე: „გიჟები ხართ! ხელით არ შევჭამ!“ გარდა ამისა, შემომთავაზეს კერძი, რომელსაც თავად მიირთმევდნენ და უარის თქმა მომიწია“.

ცნობისთვის, ხამესი „ალ-რაიანის“ რიგებში თამაშობდა და კლუბის მაისურით 13 თამაში ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულთან შედარებით, წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა“ - იტალიური მედია კვერნაძეზე
„ზაფხულთან შედარებით, წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა“ - იტალიური მედია კვერნაძეზე