ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

„ახლა მისი დროა“ - EJU-ს სტატია ლუკა მაისურაძეზე

ევროპული ძიუდოს კავშირის (EJU) ვებ-გვერდზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეზე სტატია ვრცელდება, რომელშიც პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსებია განხილული.

რას წერს სტატიის ავტორი:

საქართველოს ნაკრები ყველა წონით კატეგორიაში სტაბილურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი -90 კილოგრამში. რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ბექა ღვინიაშვილის წონაში ცნობილი ცვლილებები მოხდა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ღვინიაშვილის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა, მისი ადგილი ლაშა ბექაურმა დაიკავა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.

ახლა ლუკა მაისურაძის დროა. მიუხედავად იმისა, რომ მასსა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერ ლაშა ბექაურს შორის კონკურენცია კვლავ გრძელდება, ამ ძიუდოისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მაისურაძემ ეპიკურად მოიგო.

ამის შემდეგ, მაისურაძე თავის გუნდელთან უნგრეთის მასტერსის ფინალში დამარცხდა და ბექაურთან კონკურენციაში, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსები ფაქტობრივად გაათანაბრა. წელი კი ტოკიოს გრანდ სლემზე ბრწყინვალე გამოსვლით დაასრულა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის რბოლა 2024 წელსაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური 2023 წელს ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირების ფინალში სამჯერ შეხვდნენ. -90 კგ. წონითი კატეგორიის ლიდერები ერთმანეთს ჯერ თბილისის გრანდ სლემზე დაუპირისპირდნენ, რომელშიც ბექაურმა გაიმარჯვა. რამდენიმე კვირაში ქართული ფინალი დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა, სადაც უფრო ძლიერი ლუკა მაისურაძე აღმოჩნდა, ბოლოს კი ქართველი ძიუდოისტები უნგრეთის მასტერსზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერად გამარჯვება ლაშა ბექაურმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა