სუპერ ლიგა
Aa
Aa

უეფაზე 2-ჯერ მეტი პატარა კლუბებს | სუპერ ლიგის ბიუჯეტი

უცხოურ პრესაში დასახელდა თანხა, რომლის მოზიდვასაც სუპერ ლიგის ხელმძღვანელები გეგმავენ. ცნობილი ჟურნალისტის, სორე არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, სუპერ ლიგის მესვეურები გარანტიას იძლევიან, რომ მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისგან 15 მილიარდ ევროს მიიღებენ.

5 მილიარდიდან, რომელიც ერთი სეზონისთვის იქნება გამოყოფილი, 400 მილიონი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც პატარა კლუბების განვითარებაზეა ორიენტირებული. საინტერესოა, რომ ამ მომენტისთვის, უეფა იმავე მიზნისთვის 2-ჯერ ნაკლებს, 200 მილიონ ევროს ხარჯავს.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, სუპერ ლიგაში მხოლოდ ორი კლუბი, „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან გაწევრიანებული. სხვათა შორის, სუპერ ლიგის ხელმძღვანელები სპეციალურ პლატფორმას, Unify-ს ქმნიან, რომელზეც ამ ტურნირის ეგიდით გამართული მატჩების ხილვა უფასო იქნება. 

სუპერ ლიგის შემქმნელი კომპანიის A22 Sports-ის მიხედვით, ტურნირი ღია იქნება და მონაწილე კლუბები სპორტული დამსახურებით შეირჩევიან. კაცთა გათამაშება 64-გუნდიანი იქნება, ქალთა - 32-გუნდიანი. Marca-ს ინფორმაციით, სუპერ ლიგაში სამი დივიზიონი იქნება - Star, Gold და Blue. დივიზიონებს შორის აღზევება/დაქვეითება იმოქმედებს და Star-სა და Gold-ში 16-16 კლუბი იასპარეზებს, Blue-ს, რომელშიც გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოხვდებიან, 32 მონაწილე ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის ანტირეკორდი | დეტროიტ პისტონსმა ზედიზედ 27 თამაში წააგო
NBA-ის ანტირეკორდი | დეტროიტ პისტონსმა ზედიზედ 27 თამაში წააგო