სანდრო მამუკელაშვილი, ჯორდან კლარკსონი, კოლინ სექსტონი, ლაური მარკანენი, ჯერემი სოხანი, კელდონ ჯონსონი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილმა 2 წუთი ითამაშა | სან ანტონიომ იუტასთან წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ წარუმატებელი სერია გრძელდება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო და საკუთარ კედლებში, „იუტა ჯაზთან“ დამარცხდა - 118:130.

„სპურსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 5 ქულით მოიგო, თუმცა, დარჩენილ სამ პერიოდში „ჯაზმენებს“ ვერაფერი დაუპირისპირა. „იუტამ“ პირველ ნახევარში 64:60 იმარჯვა, მესამე და მეოთხე მეოთხედებში კი თამაშს აკონტროლებდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

სანდროს სათამაშო დრო მაშინ მისცეს, როცა გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო. „მამუმ“ პარკეტზე 2 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 1 მოხსნას დასჯერდა. მამუკელაშვილმა 1 ორქულიანი ისროლა, მაგრამ მისი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა კელდონ ჯონსონის ანგარიშზეა. დევინ ვესელს 22 ქულა და 3 ჩაჭრა ჰქონდა. ჯერემი სოხანმა 19 ქულა დააგროვა, ვიქტორ ვემბანიამას მონაგარი 15 ქულა და 7 მოხსნაა. „იუტას“ ლაური მარკანენმა ულიდერა - 31 ქულა, 12 მოხსნა. ჯორდან კლარკსონს 24 ქულა და 8 ასისტი ჰქონდა, კოლინ სექსტონმა 20 ქულა დააგროვა.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 4 მოგება და 25 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. „სპურსის“ მომდევნო გაჩერება „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსია“, რომელსაც 29 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა