გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, ფლორიდელები აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდნენ და 127:119 იმარჯვეს.

უენდელ კარტერ ჯუნიორის დაბრუნების შემდეგ, ქართველმა ცენტრმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და „უიზარდსთან“ შეხვედრაში პარკეტზე 11 წუთი და 31 წამი გაატარა. მცირე დროის მიუხედავად, გოგამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მატჩი 10 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა.

ბითაძემ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 7-დან 4 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, დაკარგვა არ ჰქონია და არც პერსონალური ჯარიმა მიუღია. მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში გამოჩენილმა კარტერ ჯუნიორმა მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო - 28 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. პაოლო ბანკერომ 24 ქულა და 8 ასისტი დააგროვა, ენტონი ბლეკმა 23 ქულა გააკეთა.

„მეჯიქმა“ მიმდინარე სეზონში მე-18 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ. „ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს გამართავს და მე-3 ადგილზე მყოფ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ - იტალიური მედია გელაშვილზე წერს
“ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ - იტალიური მედია გელაშვილზე წერს