ივა გელაშვილი
Aa
Aa

მწვრთნელის თანაშემწე: “გელაშვილს შანსი მიეცა და გამოიყენა“

სერია B-ს მორიგ ტურში „სპეციამ“ „მოდენას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ივა გელაშვილმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სპეციას“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ რიკარდო ტადეიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

რა თქვა ტადეიმ?

„გელაშვილმა ვარჯიშზე თავი კარგად წარმოაჩინა. მან დაგვნახა თავისი სერიოზულობა, შრომა და მიზანდასახულობა. ვფიქრობ, გოლი დამსახურებულად გაუტანა. შეცდომის მიუხედავად საერთო ჯამში კარგად ითამაშა. მიხარია, რომ მის შეცდომას მატჩზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონდა. თავისი ასეთი დამოკიდებულების გამო გატანილ გოლს იმსახურებდა. შანსი მიეცა და გამოიყენა.“

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ივა სასტარტოში მესამედ მოხვდა. პირველად მეოთხე ტურში „კომოსთან’’ (შესვენებისას შეცვალეს), მეორედ მე-11 ტურში „კოზენცასთან’’ (შეუცვლელად ითამაშა). საერთო ჯამში ამ სეზონის სერია B-ში მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ნოემბერში „სპეციას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალვინი ლუკა დ’ანჯელომ შეცვალა. დ’ანჯელომ ივა სასტარტოში პირველად „მოდენასთან’’ გაამწესა.

19 ტურში „სპეციამ'' 17 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან სერია B-ში 17 ქულით მე-18 ადგილზეა, ბოლოადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

გელაშვილის გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Football Italia: მცველებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს, მისი ფასი დაეცა
Football Italia: მცველებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს, მისი ფასი დაეცა