“ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ - იტალიური მედია გელაშვილზე წერს
სერია B-ს მორიგ ტურში „სპეციამ“ „მოდენას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ივა გელაშვილმა გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
CalcioSpezia:
„გელაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. პირველ ტაიმში მანკონის წინააღმდეგ ყურადღებით თამაშობდა. მეორე ნახევარში პენალტი აშკარა იყო, მან გულუბრყვილოდ ითამაშა, თუმცა გატანილი გოლით შეცდომა გამოასწორა.
Tuttomercatoweb:
„შეცდომა დაუშვა, მაგრამ დამატებით წუთებში შეცდომა გოლით გამოასწორა. ჯოჯოხეთიდან სამოთხეში 30 წუთზე ნაკლებ დროში.“
გელაშვილის გოლი
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ივა სასტარტოში მესამედ მოხვდა. პირველად მეოთხე ტურში „კომოსთან’’ (შესვენებისას შეცვალეს), მეორედ მე-11 ტურში „კოზენცასთან’’ (შეუცვლელად ითამაშა). საერთო ჯამში ამ სეზონის სერია B-ში მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ნოემბერში „სპეციას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალვინი ლუკა დ’ანჯელომ შეცვალა. დ’ანჯელომ ივა სასტარტოში პირველად „მოდენასთან’’ გაამწესა.
19 ტურში „სპეციამ'' 17 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან სერია B-ში 17 ქულით მე-18 ადგილზეა, ბოლოადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.