შეცდომა გოლით გამოასწორა - გელაშვილის შთამბეჭდავი მატჩი იტალიაში
იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში „სპეციამ’’ „მოდენა’’ მიიღო, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„სპეციას’’ სასტარტოს ქართველი ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც პეტკო ხრისტოვი შეცვალა. ბულგარელმა მცველმა თამაშში მონაწილეობა მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო.
62-ე წუთზე გელაშვილმა მეტოქის შემტევს დარტყმა ვერ „დაუფარა'', ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. კუთხურს ქართველი მცველის შეცდომა მოჰყვა, ორთაბრძოლისას თამაშის წესი დაარღვია, პენალტი „აიკიდა'', რომელიც ანტონიო პალომბუმ გამოიყენა.
პენალტის ეპიზოდი
გაშვებული გოლის შემდეგ „სპეციას'' დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ ჩავარდა, თუმცა ამ მომენტში „მოდენას'' ფეხბურთელმა ცუდად დაარტყა.
მცველების შეცდომა
მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით „სპეცია'' მარცხისგან იხსნა, ეს მისი სადებიუტო გოლია სერია B-ში.
გელაშვილის გოლი
პენალტის ეპზიოდს თუ არ ჩათვლით ივა გელაშვილმა დაცვითი ფუნქციების შესრულების კუთხით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სხვა უხეში შეცდომა არ დაუშვია. საბოლოოდ, დაშვებული შეცდომა გამოსწორა და „სპეცია'' მარცხისგან იხსნა.
გელაშვილის კარგი მომენტები დაცვაში
ამ სეზონში ივა სასტარტოში მესამედ მოხვდა. პირველად მეოთხე ტურში „კომოსთან’’ (შესვენებისას შეცვალეს), მეორედ მე-11 ტურში „კოზენცასთან’’ (შეუცვლელად ითამაშა). საერთო ჯამში ამ სეზონის სერია B-ში მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ნოემბერში „სპეციას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალვინი ლუკა დ’ანჯელომ შეცვალა. დ’ანჯელომ ივა სასტარტოში პირველად „მოდენასთან’’ გაამწესა.
19 ტურში „სპეციამ'' 17 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან სერია B-ში 17 ქულით მე-18 ადგილზეა, ბოლოადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.