წლის საუკეთესო ლეგიონერები | რომელ ადგილებზე არიან გოჩოლეიშვილი და აზაროვი
უკრაინულმა გამოცემამ, UKR Football-მა უკრაინის ჩემპიონატის 2023 წლის საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. UKR Football-მა რჩეულების დასახელება კლუბების ხელმძღვანელებს, მთავარ მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს სთხოვა და საუკეთესოთა შორის გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი მოხვდნენ.
გოჩოლეიშვილმა 37 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიცია დაიკავა. გიორგი პირველზე 4-ჯერ გაიყვანეს, მეორეზე - 9-ჯერ, მესამეზე - 7-ჯერ. ირაკლი აზაროვი ბლანკო დომინგოსთან ერთად მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს. აზაროვმა 16 ქულა დააგროვა.
უკრაინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ლეგიონერად ბენი მაკუანა დაასახელეს, რომელიც „პოლისია ჟიტომირის“ რიგებში ასპარეზობს. მეორე პოზიცია „კრივბას კრივი რიგის“ მცველმა, ივან დიბანგომ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ედუარდო გერერო გავიდა.
ცნობისთვის, 17 ტურის შემდეგ, ქართველების „შახტარს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. დონეცკელები პირველადგილოსან „კრივბას კრივი რიგს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მათზე ორით ნაკლები მატჩი აქვთ გამართული.