დევინ ბუკერი, ლუკა დონჩიჩი, კევინ დურანტი
Aa
Aa

დონჩიჩის მაგია ფინიქსთან | ლუკამ სანსს 50 ქულა ჩაუგდო

ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. სლოვენიელი კალათბურთელის გუნდი კევინ დურანტის „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და კაირი ირვინგის არყოფნის მიუხედავად, მეტოქეს 128:114 სძლია.

„დალასის“ წარმატებაში დონჩიჩმა უდიდესი წვლილი შეიტანა. ლუკამ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და შეხვედრა 50 ქულით, 15 შედეგიანი გადაცემით, 6 მოხსნით, 4 ჩაჭრითა და 3 დაფარებით დაასრულა. დონჩიჩმა 25-დან 15 სროლა და 16-დან 8 სამქულიანი ჩააგდო.

ლუკამ 50 ქულა კარიერაში მეექვსედ მიითვალა და 10 000-ქულიან ნიშნულსაც გადააბიჯა. საინტერესოა, რომ მას უფრო მეტი 50-ქულიანი მატჩი აქვს, ვიდრე „დალასის“ ისტორიაში ყველა კალათბურთელს ერთად. „მავსის“ მაისურით 50 ქულა დირკ ნოვიცკიმ ორჯერ ჩააგდო, ჯამალ მაშბერნმა და ჯიმ ჯექსონმა კი თითო-თითოჯერ.

დონჩიჩის გარდა, 23 ქულით დერიკ ჯონს ჯუნიორი გამოირჩა, ხოლო დერეკ ლაივლის 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. „ფინიქსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა გრეისონ ალენმა ჩააგდო. დევინ ბუკერმა 20 ქულა მიითვალა, კევინ დურანტმა - 16.

ცნობისთვის, „დალას მავერიქსს“ 18 მოგება და 12 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „ფინიქსის“ ანგარიშზე 14 მოგება და 15 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა
2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა