ხვიჩა კვარაცხელია, მარკუს რაშფორდი, დუშან ტადიჩი, გაბრიელ მარტინელი, იანიკ კარასკო, კაორუ მიტომა
Aa
Aa

2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ 2023 წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. CIES-ის ათეულში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და პარტენოპეის შემტევი მე-7 პოზიციას იკავებს.

პირველ ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, მარკუს რაშფორდი იმყოფება. მეორე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ჯეკ გრილიში გახლავთ, სამეულს კი კაორუ მიტომა ასრულებს. CIES-მა მეოთხე ადგილზე იანიკ კარასკო გაიყვანა, მეხუთეზე - გაბრიელ მარტინელი.

კვარაცხელიაზე უკეთესი პოზიცია უკავია დუშან ტადიჩს, რომელიც „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავს. მე-8, მე-9 და მე-10 ადგილებზე კი კერემ აკტურქოღლუ (გალათასარაი), პედრო გონსალვეში (სპორტინგი) და რაფაელ ლეაუ (მილანი) გავიდნენ.

ცნობისთვის, CIES-მა ტოპ 10 2023 წელს ნათამაშები წუთების, მეტოქეთა დონეებისა და ფეხბურთელთა მიერ დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით შეარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი ექსპერტი: „კვარაცხელიას დამატებას 5 ევროპული გრანდი განიხილავს“
ცნობილი ექსპერტი: „კვარაცხელიას დამატებას 5 ევროპული გრანდი განიხილავს“