არსენალი, ჩელსი, ლივერპული, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ცნობილი ექსპერტი: „კვარაცხელიას დამატებას 5 ევროპული გრანდი განიხილავს“

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით საქართველოსა ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას 5 ევროპული გრანდი განიხილავს.

კონური წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ დრომდე აქტიურად აკვირდებიან „არსენალი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პსჟ.

ამის გარდა, ცოტა ხნის წინ პსჟ-სთან დაახლოებულმა სააგენტო PlanetPSG-მა დაწერა, რომ პარიზული გუნდის ხელმძღვანელები ხვიჩას შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც განიხილავენ და აუცილებლობის შემთხვევაში მზად არიან „ნაპოლის“ 100 მილიონი ევროც გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე ამ დროისთვის ქართველი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ფასმა ისევ მოიმატა - ქართველი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!
მამარდას ფასმა ისევ მოიმატა - ქართველი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!