ბექა გორგაძე Top 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პოს“ მორაგბე, ბექა გორგაძე Top 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გათამაშების ბოლო ტურში, ქართველი მორაგბის გუნდი „პო“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ დაუპირისპირდა და 11 ქულის სხვაობით, 22:11 დაამარცხა. ბექა გორგაძე პირველივე წუთებიდან მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მესამეხაზელი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო, განსაკუთრებით დაცვაში. გორგაძემ რამდენიმე საკვანძო ბოჭვა შეასრულა და თავი შეტევაშიც კარგად წარმოაჩინა. ტურის დასრულების შემდეგ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მა ბექა გორგაძე გამორჩეულ 15 მორაგბეს შორის შეიყვანა.
10 ტურის შემდეგ, გორგაძის „პო“ Top 14-ის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „რასინ 92“-ს 3 ქულით ჩამორჩება.