ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

სიტიმ კანსელუს ფასი დაადო - ახლა ბარსელონას ჯერია

რამდენიმე კვირის წინ, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კანსელუს და ფელიქსის გამოსყიდვისთვის ყველაფერს გააკეთებს. რეალურად, „ბარსელონა“ ახლა ამ საკითხზე მუშაობს.

ცნობილია, რომ „როხიბლანკო“ თავის ფეხბურთელს 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს და დიდი ალბათობით ბარსა აღნიშნულ თანხას ვერ გადაიხდის.

დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა SPORT კანსელუზე წერს. ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარი უკანახაზელი 30 მილიონ ევროდ შეაფასა. თუ ბარსას მისი საბოლოოდ გამოსყიდვა სურს, აღნიშნული საფასური უნდა გადაიხადოს.

ახალი არავისთვის არის, რომ კატალონიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი მცველის გამოსყიდვა საკმაოდ რთული იქნება. ამის პარალელურად კი ჩავი ერნანდესი კანსელუს გუნდში დატოვებას აქტიურად ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ კანსელუ „ბარსელონას“ იდეალურად შეეწყო. ყველა ტურნირზე ერთად 21-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტის უარი - რეალი კვლავ ცენტრალური მცველის ძიებაშია
ლაპორტის უარი - რეალი კვლავ ცენტრალური მცველის ძიებაშია