ტრანსფერი რეალურია - ბონუჩი რომაში გადასვლას გეგმავს
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „რომაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.
ვეტერანი ცენტრალური მცველის მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და ამისთვის მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. „უნიონ ბერლინში“ კი ამის ფუფუნება არ აქვს.
ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ კრის სმოლინგი ტრავმირებულია და ევან ნდიკა სულ მალე აფრიკის თასზე ითამაშებს. აქედან გამომდინარე, „ჯალოროსის“ ცენტრალური მცველი ესაჭიროება და ლეონარდო იდეალური ვარიანტია.
შეგახსენებთ, რომ ბონუჩი გერმანულ გუნდს მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მის იტალიურ გამოცდილებას, ბონუჩი სხვადასხვა წლებში „ინტერში“, „მილანში“ „პიზაში“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა.