ფიფამ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები და ბრაზილიური კლუბები ტურნირებიდან მოკვეთოს
Aa
Aa

ფიფამ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები და ბრაზილიური კლუბები ტურნირებიდან მოკვეთოს

ფიფამ შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები და ბრაზილიური კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთოს. ESPN-ის ინფორმაციით, კვირას, ფიფამ და კონმებოლმა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში, CBF-ში წერილი გაგზავნეს, რომელიც ორგანიზაციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება.

რიო დე ჟანეიროს სასამართლომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგესსა და მის მიერ დანიშნულ პირებს მოვალეობა შეუჩერა. ეს გადაწყვეტილება როდრიგესის მიერ, შარშან გამართული არჩევნებისას ჩადენილი დარღვევებით გახლავთ განპირობებული. უმაღლესმა სასამართლომ ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა და ვადად მომდევნო 30 დღე დააწესა.

ფიფამ და კონმებოლმა CBF-ი გააფრთხილეს, რომ 8 იანვარს, ბრაზილიაში მათი წარმომადგენლები ჩავლენ, რათა საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ და 8 იანვრამდე, არანაირ საკადრო ცვლილებას ან არჩევნებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრაზილიურ მხარეს სანქციები დაეკისრება.

ფიფამ და კონმებოლმა ისიც აღნიშნეს, რომ მათმა წარმომადგენლებმა დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ამას ვერ უზრუნველყოფს, დაისჯება და მის ნაკრებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა გაურკვეველი ვადით აეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე
მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე