გიორგი გველესიანი
Aa
Aa

გველესიანის დუბლი | ქართველმა ფეხბურთელმა პერსეპოლისს მოაგებინა

ირანის ჩემპიონატის მე-14 ტურში, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ საკუთარ კედლებში „შამს აზარ ქაზვინს“ დაუპირისპირდა. გველესიანის გუნდს რთული მატჩის ჩატარება მოუწია და გიორგის დუბლით იმარჯვა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. „პერსეპოლისის“ კუთხურის შემდეგ, გველესიანი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მეორე სართულზე კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

„პერსეპოლისმა“ პირველი ნახევარი 1:0 მოიგო, მეორე ტაიმის სტარტზე კი სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა გველესიანმა თქვა, რომელმაც 81-ე წუთზე, როცა „პერსეპოლისი“ მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი, თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

ცნობისთვის, „პერსეპოლისს“ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს. გველესიანის გუნდი ლიდერ „ესტეღლალს“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას საერთოდ ვერ ვცნობთ“ - Gazzetta dello Sport-ი კვარაზე
„მას საერთოდ ვერ ვცნობთ“ - Gazzetta dello Sport-ი კვარაზე