არიგო საკი: “მილანი გუნდი არ არის, რაღაც სიბნელეს ჰგავს“
მიმდინარე სეზონში რბილად, რომ ვთქვათ, „მილანი“ იდეალურ ფორმაში არ იმყოფება და ამაზე „როსონერის“ შედეგებიც მეტყველებს.
იტალიური კლუბის ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა არიგო საკიმ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და „მილანი“ გააკრიტიკა.
რა თქვა საკიმ?
„მარტივად ვიტყვი. ეს არ არის გუნდი! ხანდახან არის, მაგრამ ძირითადად სრულ სიბნელეს ჰგავს. „მილანს“ უწყვეტობა არ აქვს და ძალიან მერყევია. დაცვას უჭირს, რადგან თავდამსხმელები არ ეხმარებიან. ეს არის რეალური პრობლემა. ფაქტია, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უწყვეტობა არ გააჩნიათ.
წარუმატებლობის მიზეზი ისიც არის, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურად თამაშობენ და არა გუნდურად. არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის შეცვლა პრობლემას გადაჭრის. პიოლიმ დიდი საქმეები გააკეთა, მაგრამ თავის საქმეში უწყვეტობა ვერ აჩვენა. არ ვიცი ამ ყველაფერს რანაირად მოაგვარებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მილანმა“ უცხოელი ფეხბურთელები დაიმატა, რომლებსაც იტალიაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ესეც დიდ პრობლემას ქმნის.. თუ უცხოელებისგან დაკომპლექტებულ ბირთვს ქმნი მოთმინება გმართებს. ფეხბურთში კი მოთმინება იშვიათი რამ გახლავთ.“
შეგახსენებთ, რომ „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, მესამე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება სერია ა-ს, პიოლის გუნდი სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 11 ქულით ჩამორჩება.