ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მას საერთოდ ვერ ვცნობთ“ - Gazzetta dello Sport-ი კვარაზე

„რომა“ „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ, გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა და ქართველი შემტევი გააკრიტიკა.

„ოსიმენის გაძევების შემდეგ მატჩი პრაქტიკულად დასრულებული იყო. რომას გამარჯვებისკენ გზა პოლიტანოს გულუბრყვილო ქმედებისა და პირდაპირი წითელი ბარათის შემდეგ გაეხსნა. ნაპოლიმ ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, რასაც თასზე ფროზინონესთან კოლაფსი ემატება.

მოგებაზე ფიქრი ძნელია, როცა მთელს შეხვედრაში მხოლოდ ერთ მომენტს ქმნი. გასული სეზონის სკუდეტოს ბევრი გმირი ძალიან ცუდად გამოიყურება და დღეს ცუდად ითამაშეს. მაგალითად, დი ლორენცო, ასევე ლობოტკა, ამოუცნობი კვარაცხელია, რომელმაც ძალიან ბევრი თამაში მოიგო, თუმცა ახლა მას საერთოდ ვერ ვცნობთ. მან ბევრი ბურთი დაიბრუნა, შემდეგ თეატრალურად იმოქმედა, ცოტა ზედმეტიც მოსდის, მის თავზე ბევრს იღებს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ ამ მარცხის შემდეგ, სერია A-ში 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება.

კვარა VS რომა - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემჩენკო: საქართველოს ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს
დემჩენკო: საქართველოს ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს