ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სიომინი კვარას მომავალზე

რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა Metaratings-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სიომინს ხვიჩას მომავალზე ჰკითხეს. მისი აზრით, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში’’ თავს კარგად გრძნობს და ხვიჩას ტრანსფერის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ხვიჩა უკვე იმ დონეზეა, რომ მასზე დაკვირვების საჭიროება არაა. კითხვა იმას ეხება, სურს თუ არა „ნაპოლის’’ დატოვება. იტალიურ გუნდში კარგად თამაშობს, თავს კომფორტულად გრძნობს. მან იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს''.

იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში'' 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში წვრთნიდა, ქართველმა ფეხბურთელმა ამ პერიოდში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა (პლუს 2 პენალტი მოიპოვა). იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა, „ფროზინონესთან’’ მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

17 ტურში „ნაპოლიმ'' 27 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა, მე-6 პოზიციაზე მყოფ „რომას'' 1 ქულით ჩამორჩება და მერვეადგილოსან „ატალანტას'' 1 ქულით უსწრებს. მე-18 ტურში „ნაპოლი'' „მონცას'' მიიღებს, შეხვედრა 29 დეკემბერს გაიმართება (21:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები