„მოურინიო მის პროვოცირებას ცდილობდა, თუმცა კვარა არ წამოეგო“ - იტალიური მედია
„რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ მოთამაშეთა შეფასებები გამოაქვეყნა.
ტრადიციულად გთავაზობთ გამოხმაურებებს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშთან დაკავშირებით.
Eurosport: (5.5) „ხვიჩამ კრისტანსენსა და კრისტანტეს ყვითელი ბარათები მიაღებინა. მოურინიო მის პროვოცირებას ცდილობდა. მეორე ტაიმის სტარტზე კარში დაარტყა, თუმცა ბურთი შუაში წავიდა. მისი თამაშიდან გამომდინარე ზოგადად ძალიან ცოტა გააკეთა, რომ კარგი შეფასება მიეღო“.
Calcionapoli1926: (5) „თვალს იყო მიფარებული, არასტაბილურად ითამაშა და თავი ვერ დაგვამახსოვრა. ზოგადად მას ბევრი შესაძლებლობა არ ეძლევა და მისი შესაძლებლობები ხშირად წარუმატებლობას განიცდის. მან აუცილებლად უნდა იპოვოს საკუთარი თავი და გუნდი კვლავ მხრებით ატაროს“.
Sport.virgilio: (5) „მეტოქის მოთამაშეებს გაფრთხილებები მიაღებინა, თუმცა თამაშისას კრეატიული იდეებით სულ უფრო შორს დგას, თავისი შარშანდელი ვერსიისგან. გასულ სეზონში ნაჩვენებ დონეს წელს მისი შესრულებით ნაკლებად ვხედავთ“.
Tuttonapoli: (5.5) „ჩვეულებრივი თამაშის მსგავსი მატჩი ჰქონდა. მეტოქეები მას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდნენ, როგორც განსაკუთრებულ მოთამაშეს. მის წინააღმდეგ ხშირად ჯარიმდებოდნენ. კვარა გაელვებების გარეშეა, ასევე იდეების გარეშე“.
Areanapoli: (5.5) „მატჩის მსვლელობისას უამრავი დარტყმა მიიღო. კრისტენსენისა და კრისტანტეს გაფრთხილებები მისი დამსახურება იყო. მოურინიო მის პროვოცირებას ცდილობდა, თუმცა ხვიჩა არ წამოეგო. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ხვიჩა წელს უფრო მარსელის ნორმალურ ძმას ჰგავს, რომელიც გასულ სეზონში გამოჩნდა“.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩება.
ხვიჩა VS რომა - ყველა მომენტი