მოურინიო: “მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ვიცოდი, რომ მოვიგებდით“
სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლი“ „რომას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას, მსაჯმა მოედნიდან პოლიტანო და ოსიმენი გააძევა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა მოურინიომ?
„შობამდე ბოლო მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს არის ჩვენი ბედნიერება. გვინდოდა, რომ „რომას“ გულშემატკივრები გაგვეხარებინა და სატურნირო ცხრილში დავწინაურებულიყავით. მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ვიცოდი, რომ მოვიგებდით. შეხვედრას მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით.
ჩვენი გეგმა მაქსიმალური პრესინგი იყო და ვფიქრობ ეს გამოგვივიდა. მცველებმა საოცრად ითამაშეს. სამწუხაროდ, ყოველთვის გვაქვს საკადრო პრობლემები. რომ არა ტრავმები, არანაირი პრობლემა არ მექნებოდა და ამას გამუდმებით ვამბობ. სატრანსფერო ფანჯარა? ჯერ არ ვიცი რას ვიზამთ. იმედი მაქვს, ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ ვალტერ მაცარის გუნდი სატურნირო ცხრილში დაქვეითდა. „ნაპოლის“ 27 ქულა დარჩა და მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში „პარტენოპეი“ „მონცას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 29 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.
ხვიჩას ყველა მომენტი "რომასთან"