შალვა ოგბაიძე, დენ ბოში
Aa
Aa

ოგბაიძის საგოლე პასი - დენ ბოსხმა კამბური დაამარცხა

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში „დენ ბოსხმა’’ შინ „კამბური’’ 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მეორე გოლისას საგოლე პასი შაკო ოგბაიძის ანგარიშზეა, მისი გადაცემის შემდეგ სტან მაასმა გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის შემტევი შაკო ოგბაიძე სასტარტოში იყო, 89-ე წუთზე შეცვალეს.

შაკო ნიდერლანდურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, სეზონის სტარტზე ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში რეგულარულად ვერ ხვდებოდა, თუმცა ბოლო ხუთ შეხვედრაში მუდმივად სასტარტო 11-ეულშია. ცენტრში, შემტევ ნახევარმცველად თამაშობს.

ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის 20-გუნდიან ჩემპიონატში „დენ ბოსხი'' 15 ქულით მე-18 ადგილზეა. შემდეგი ტურის მატჩს 2024 წელს, 15 იანვარს, სტუმრად პსვ-ს მეორე გუნდთან გამართავს.

შაკო ოგბაიძე ნიდერლანდურ კლუბში გადასვლამდე „მაგდებურგის'' 19-წლამდე გუნდსა და ბერლინის „ვიქტორიაში'' თამაშობდა. 2021-22 წლებში გერმანიის რანგით მესამე ლიგაში გამოდიოდა.

შაკოს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების წევრია, რამაზ სვანაძე რეგულარულად იძახებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები