მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “თამაშს ვაკონტროლებდით, ვესტ ჰემს არაფერი დავუთმეთ“

პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემთან“ 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტენ ჰაგმა?

„სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. ვფიქრობ, პირველი გოლის მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა. რაც შეეხება მატჩს, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და ვესტ ჰემისთვის არაფერი დაგვითმია. 3 კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა ვერ გამოყენების შემდეგ, კონტროლი დავკარგეთ და მატჩი წავაგეთ. ასე ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას.

როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გოლების გატანა შეუძლიათ და ეს წარსულში არაერთხელ დაამტკიცეს. უნდა ვაღიაროთ, რომ, როგორც გუნდი ისე არ ვთამაშობთ. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია და გოლების გატანა საჭიროა.

ბევრი პრობლემა გვაქვს, მათ შორის ტრავმები. ვიცი, რომ რაშფორდს, გარნაჩოს, ჰოილუნდს და სხვა ფეხბურთელებს გოლის გატანა შეუძლიათ. ამ ფეხბურთელებმა საკუთარი თავის უნდა ირწმუნონ.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტენ ჰაგის გუნდს პრემიერ ლიგაში 28 ქულა აქვს და მერვე ადგილზე იმყოფება. ოთხეულთან კი 6 ქულა აშორებს, თუმცა მეოთხე პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესი: ჩემს მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი
სუარესი: ჩემს მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი