შოთა არველაძე, ქარაგიუმრიუქი
Aa
Aa

0:3 საკუთარ კედლებში - არველაძის გუნდის მძიმე მარცხი

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქარაგიუმრიუქი’’ შინ „გაზიანთეფთან’’ 0:3 დამარცხდა. გოლები მაკს გრადელის, დენის დრეგუშისა და არდა კიზილდაგის აქტივშია.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ქარაგიუმრიუქმა’’ მეორე მატჩი ჩაატარა, „გალათასარაისთან’’ გასვლით შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თურქულმა გუნდმა 2 მატჩი ჩაატარა, ორივე შეხვედრა დათმო და გოლი არ გაუტანია. ცხადია, ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდის ფორმირებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა დასაწყისი შედეგის თვალსაზრისით ცალსახად წარუმატებელია.

მე-19 ტურში „ქარაგიუმრიუქი'' გასვლით მატჩს „სამსუნთან'' ჩაატარებს, შეხვედრა 2024 წლის 7 იანვარს გაიმართება. 2023 წელი შოთა არველაძის გუნდმა 20-გუნდიან ჩემპიონატში 17 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები