ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

წაგება ვესტ ჰემთან და მანჩესტერის მორიგი ანტირეკორდი

პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ტენ ჰაგის გუნდი საშინელ კრიზისშია და ანტირეკორდი დაამყარა.

„წითელმა ეშმაკებმა“ ბოლო 4 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს და მეტიც, გოლიც კი ვერ გაიტანეს. ეს კი 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ ბოლო 4 მატჩიდან 3 პრემიერ ლიგაში ჩაატარა, 1 კი ჩემპიონთა ლიგაზე.

მარცხი „ბორნმუთთან“ 0:2, „ბაიერნთან“ 0:1, ფრე „ლივერპულთან“ 0:0 და როგორც უკვე მოგახსენეთ წაგება „ვესტ ჰემთან“ 0:2.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტენ ჰაგის გუნდს პრემიერ ლიგაში 28 ქულა აქვს და მერვე ადგილზე იმყოფება. ოთხეულთან კი 6 ქულა აშორებს, თუმცა მეოთხე პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემჩენკო: საქართველოს ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს
დემჩენკო: საქართველოს ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს