იუვენტუსი, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის 11 წუთი იუვენტუსთან - ფროზინონე ქულასთან ახლოს იყო

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „ფროზინონეს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სათამაშო წუთები გიორგი კვერნაძესაც მიეცა.

ანგარიში მე-12 წუთზე ილდისმა გახსნა და „ბიანკონერი“ დაწინაურდა. პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ბაესმა 51-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

მატჩის 79-ე წუთზე კვერნაძე სწორედ ბაესის ნაცვლად გამოვიდა. ქართველი ფეხბურთელი აქტიურობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, თუმცა 81-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ტურინელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე იტალიურ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, თუმცა თავი ვერ დაიმკვიდრა. დღემდე, ქართველმა ფეხბურთელმა „ფროზინონეს“ მაისური მხოლოდ 6-ჯერ მოირგო და მის ანგარიშზე ნული გოლი და ნული საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესი: ჩემს მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი
სუარესი: ჩემს მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი