პროექტი პიკესთან ერთად - თოფურიას პოპულარობა იზრდება
ილია თოფურია 17 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონით კატეგორიაში საჩემპიონო ბრძოლას გამართავს და ლეგენდარულ ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.
ესპანური გამოცემა 20minutos-ი თოფურიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მის მზარდ პოპულარობაზე წერს. ასევე აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსისა და ფერან ტორესის შემდეგ, თოფურიას ამჯერად ჟერარ პიკეც უქომაგებს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა და მასთან მალე საქმიანი ურთიერთობაც ექნება.
„ილია თოფურია ორ თვეზე ნაკლებ დროში პირველი ესპანელი გახდება, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ცოტა ხნის წინ, ის ლას ვეგასში იმყოფებოდა და ვოკლანოვსკისთან ეგრეთწოდებული ბრძოლამდე face to face შედგა. ილია მომავალი ბრძოლის პრომოუშენთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავდა.
ვეგასში გაირკვა, რომ თოფურიამ ჟერარ პიკესთან მოლაპარაკებები გამართა, რომელიც ესპანეთში შერეული ორთაბრძოლების პრომოუტერის შექმნას უკავშირდებოდა“.
- წერს ესპანური გამოცემა.
თავად ილია თოფურია UFC-ის საღამოს ესპანეთში ჩატარებას უმიზნებს და ამ მიმართულებით მუშაობს. მისი სურვილია, რომ ორთაბრძოლები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართოს.
„UFC-ის ესპანეთში ჩატარება მაგარი იქნება. მჯერა, რომ ბრწყინვალე ღონისძიებას ჩავატარებთ. ეს იქნება ისტორიული მოვლენა, რადგან ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდება. ეს დაუვიწყარი მომენტი იქნება“.
- ამბობს თოფურია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს, ანაჰაიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილის იჩხუბებს, რომლის მეტოქეც ჰენრი სეხუდო იქნება.