ტოპ-14-ში | ვასილ ლობჟანიძე კარიერას ტულონში გააგრძელებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ვასილ ლობჟანიძე კარიერას საფრანგეთის TOP 14-ის კლუბ „ტულონში“ გააგრძელებს.
27 წლის ლობჟანიძე ფრანგულ კლუბში „სამედიცინო ჯოკრის“ სტატუსით გადავიდა.
ქართველი მორაგბე აქამდე „ბრივის“ ღირსებას იცავდა, სადაც 100-ზე მეტი მატჩის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძეს „ტულონში“ საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გიგაშვილი დახვდება.
„ტულონს“ ცხრა ნომრის პოზიციაზე ბაპტის სერინი 4 თვით დაემტვრა და მას შემდეგ ახალ მოთამაშეს ეძებდა. საბოლოოდ კი არჩევანი ლობჟანიძეზე შეაჩერეს.
„როცა გავიგეთ, რომ ლობჟანიძეს ახალ გუნდში გადასვლა სურდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ. ის გამოცდილი მოთამაშეა და ფეხით კარგად თამაშობს. თამაშის ტემპის კონტროლი შეუძლია და საკმაოდ ტექნიკურია. დარწმუნებული ვარ ის გუნდს კარგად შეეწყობა“.
- განაცხადა „ტულონის“ სპორტულმა დირექტორმა ლორან ემანუელმა.
????????ë???? ???????????????????? ????'???????????????????? ????
— RCT - RC Toulon (@RCTofficiel) December 22, 2023
Le demi de mêlée international géorgien, Vasil Lobzhanidze, s'est engagé avec le RCT en tant que joker médical ????
Bienvenue à Toulon ????⚫