„მოედანზე უუნაროა“ - ჩავის ფელიქსის გაშვება უნდა, კლუბს არა
„ბარსელონაში“ ჟოაუ ფელიქსის მომავალთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს.
ესპანური As-ის ცნობით, „ბლაუგრანას“ სპორტულ ხელმძღვანელობას პორტუგალიელთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს.
ჩავი და მისი სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ ფელიქსი არასტაბილურია და უუნაროა, რომ მოედანზე მისი შესაძლებლობები რეგულარულად დაამტკიცოს.
გარდა ამისა, „ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს სურს სხვა ტაქტიკით ითამაშოს და კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიმატონ - სწორედ ფელიქსის ხარჯზე.
სამწვრთნელო შტაბი არ არის დარწმუნებული ჟოაოს გამოსყიდვის აუცილებლობაში და ფინანსურ მენეჯმენტს, რომელსაც ესმის, რომ „ატლეტიკო“ მნიშვნელოვან თანხას მოითხოვს, ეს ვარიანტი კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონს.
ამავდროულად, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, იჯარის ინიციატორია და კვლავ თვლის, რომ ფელიქსი უნდა შეინარჩუნონ.
აშკარაა, რომ კლუბი ჩავის დიდად არ უსმენს. მწვრთნელს გასულ წელს ობამეიანგისა და ბუსკეტსის შენარჩუნება სურდა. საბოლოოდ გაბონელი ფორვარდი გაყიდეს და სანაცვლოდ არავინ შეიძინეს. ვერც ბუსკეტსი შეინარჩუნეს და მის შემცვლელად მოთხოვნილი სუბიმენდიც ვერ იყიდეს. სანაცვლოდ ჩავის ორიოლ რომეუ მიუყვანეს.
ჩავის არც დემბელეს გაყიდვა უნდოდა, მაგრამ კლუბმა ამ შემთხვევაშიც სხვაგვარად იმოქმედა.
რაც შეეხება 24 წლის ფელიქსს, მან ამ სეზონში "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგის 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო.