იურგენ კლოპი, სუპერ ლიგა
Aa
Aa

კლოპი სუპერ ლიგაზე: მომწონს ის, რომ უეფას აღარ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება

იურგენ კლოპმა სუპერლიგის შესახებ ევროკავშირის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„100%-ით ვეთანხმები განცხადებას, რომელიც ლივერპულმა გაავრცელა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მივაღწიეთ გარკვეულ გაგებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფიფა, უეფა და სხვა ორგანიზაციები ვერ აკეთებენ იმას, რაც სურთ.

სამომავლოდ ბევრ რამეზე მოგვიწევს საუბარი. თუ ჩვენ უბრალოდ გავაკეთებთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ - როგორიცაა მეტი ტურნირის ჩატარება და მეტი მატჩის ჩატარება - ჩვენ არ გვექნება რეალურად ხმის ამოღების უფლება იმაზე, რაც მოხდება. მომწონს, რომ ისინი ცოტათი შეანჯღრიეს",

- თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სუპერ ლიგის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ფიფა და უეფა „ბოროტად იყენებენ თავიანთ დომინანტურ პოზიციას“ და არ ჰქონდათ უფლება დაებლოკათ ახალი ტურნირის შექმნის შესაძლებლობა. გუშინ „ლივერპულმა“ გამოაცხადა, რომ სუპერ ლიგას ემიჯნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც ჩვენ გაგვიკეთეს საუკუნის ძარცვაა“ - კუპატაძე უეფას აკრიტიკებს
„რაც ჩვენ გაგვიკეთეს საუკუნის ძარცვაა“ - კუპატაძე უეფას აკრიტიკებს