„რაც ჩვენ გაგვიკეთეს საუკუნის ძარცვაა“ - კუპატაძე უეფას აკრიტიკებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უეფა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჩვენს ნაკრებს ჩემპიონატის საგზური უსამართლოდ მოჰპარეს.
„ჩვენ დაგვჩაგრეს და უსამართლოდ მოგვექცნენ!!! ჩვენ წაგვართვეს ოცნება, რომელიც რეალობად ვაქციეთ გვეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე!!! ის რაც ჩვენ გაგვიკეთეს საუკუნის ძარცვაა!!! ასეთი ძარცვა მსოფლიოს სპორტში არ მომხდარა!!! ვინც ხელმძღვანელობთ ფუტსალს უეფაში? ასეთი უსამართლობის და უკანონობის გამო ვინმე აგებთ პასუხს? თუ ისე გინდათ გაატაროთ ვითომ არაფერი მომხდარა!!! არ დაიჯეროთ ვითომ ჩვენ რამე დავარღვიეთ და სამართლიანია განაჩენი!!!
ამ წესებით ფუტსალი 40 წელია ცხოვრობდა ევროპაში და მინიმუმ 10 ნაკრები თამაშობდა ნატურალიზებული ფეხბურთელებით და არავინ მათ პასუხს არ სთხოვდა!!! ჩვენ 2017 წელს ვერ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე იმის გამო, რომ რუმინეთმა ბრაზილიელები დაიმატა!!!“
- წერს პუკატაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ბოლო ტურში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს პორტუგალიას 2:1 მოუგო და 42-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულა.
ჯგუფიდან მეორე ადგილით პლეი-ოფში ფინეთი, გავიდა, რადგან საქართველოს 3 მატჩში ტექნიკური წაგება 0:5 ჩაუწერეს, რაც როგორც კუპატაძემ აღნიშნა უსამართლობა იყო.