აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „ყოველთვის სუპერ ლიგის წინააღმდეგი ვიყავი“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სუპერ ლიგის პროექტზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოველთვის სუპერ ლიგის წინააღმდეგი იყო.

„ყოველთვის სუპერ ლიგის წინააღმდეგი ვიყავი და საკუთარი პოზიცია თავიდანვე დავაფიქსირე. უბრალოდ, დემოკრატიული მიდგომის მომხრე ვარ. ის ფაქტი, რომ ფიფასა და უეფას მონოპოლია აღარ იარსებებს, ფეხბურთისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან საუბარი გვაქვს ორგანიზაციებზე, რომლებმაც ფეხბურთს მოდერნიზაცია კი არ ჩაუტარეს, ასაკი შემატეს.

რომასა და ნაპოლის მატჩი? სტადიო ოლიმპიკოზე კარგ სანახაობას ველოდები და მჯერა, ლამაზი ფეხბურთისთვის მიძღვნილი შეხვედრა იქნება. ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივება? შეიძლება... ნაძვის ხის ქვეშ სათამაშოს ელოდეთ“.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, სუპერ ლიგაში მხოლოდ ორი კლუბია: „რეალი“, „ბარსელონა“. რამდენიმე საათის წინ, სუპერ ლიგის გენერალურმა დირექტორმა, ბერნდ რაიხარტმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კლუბები, რომლებიც საჯაროდ სუპერ ლიგის წინააღმდეგი არიან, მასთან გამართულ პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ცვლილებებს ემხრობიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფე გიორგის დაბრუნება დაეხმარებათ“ | France Bleu მიქაუტაძესა და მეცზე
„მეფე გიორგის დაბრუნება დაეხმარებათ“ | France Bleu მიქაუტაძესა და მეცზე