გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეფე გიორგის დაბრუნება დაეხმარებათ“ | France Bleu მიქაუტაძესა და მეცზე

ფრანგულმა გამოცემამ, France Bleu-მ გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბზე, „მეცზე“ დაწერა და სეზონის პირველ ნახევარში, მისი თამაში შეაფასა. France Bleu-მ განაცხადა, რომ „მეცი“ არასტაბილურობით გამოირჩევა და შეტევაში არსებული პრობლემების მოგვარება ქართველ ფეხბურთელს შეუძლია.

„მეცი გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს და მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, ვიხილეთ, როგორც კარგი, ისე არც თუ ისე კარგი გუნდი. მეცს აღმასვლები და ჩავარდნები ჰქონდა და სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა, რაც განპირობებულია იმით, რომ ლაშლო ბოლონის გუნდი დაღვინებული არაა.

მეცი არასტაბილურია თავდასხმაშიც. ლაშლო ბოლონის შემტევები 320 წუთის განმავლობაში ჩუმად იყვნენ და გამოწვევებთან გამკლავება უჭირთ. აიაქსში წარუმატებლად გადასული მეფე გიორგი მიქაუტაძის ზამთარში დაბრუნება ალბათ, ამ საკითხს გამოასწორებს“, წერს France Bleu.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული პრესის ცნობით, მიქაუტაძის „მეცში“ დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია. გიორგი ყოფილ კლუბში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის წინაშე დამნაშავე ვარ - რატომ არ გადავიდა ასათიანი არსენალში
მის წინაშე დამნაშავე ვარ - რატომ არ გადავიდა ასათიანი არსენალში