კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, მოჰამედ სალაჰი, კევინ დე ბრუინი, როდრი, ვიქტორ ოსიმენი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ჰოლანდი პირველ ადგილზეა | The Guardian-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელები

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა 2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი დაასახელა. რამდენიმე საათის წინ, საუკეთესო ათეულის ვინაობა გახდა ცნობილი და პირველ პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი იმყოფება.

ნორვეგიელ ფეხბურთელს ჯუდ ბელინგემი მოჰყვება, რომელიც მადრიდის „რეალში“ ფენომენალურ სეზონს ატარებს. მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს. ჰარი კეინი მეოთხე გახლავთ, ხოლო ხუთეულს „სიტის“ ნახევარმცველი, როდრი ასრულებს.

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი მე-9 პოზიციაზე გაამწესეს. მის წინ კევინ დე ბრუინი (მერვე ადგილი), მოჰამედ სალაჰი (მეშვიდე ადგილი) და ვინისიუს ჟუნიორი (მეექვსე ადგილი) იმყოფებიან, ხოლო ლიონელ მესი მე-10 გახლავთ.

გეტყვით იმასაც, რომ The Guardian-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზე გავიდა და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან ლაუტარო მარტინესი, ბუკაიო საკა, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, რობერტ ლევანდოვსკი და სხვ. მის წინ კი ბერნარდუ სილვა იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო
მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო