მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო
იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში „რომა'' „ნაპოლის'' მიიღებს. „ჯალოროსის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „პარტენოპეის'' შესახებ ისაუბრა.
„ნაპოლის’’ პრობლემები გუნდის სათამაშო ხარისხთან დაკავშირებული არაა. კიმი აღარ არის, მაგრამ „ნაპოლი’’ კვლავ იმ დონეზეა, როგორც გასულ სეზონში იყო. მათ თითოეულ პოზიციაზე პრობლემის გადაწყვეტის ბევრი გამოსავალი აქვთ, ტოპ გუნდია. „ნაპოლისთან’’ ყოველი მატჩი მინიმალური სხვაობით დავთმეთ. „ნაპოლის’’ წინააღმდეგ ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, ხვალ უკეთეს შედეგს მივიღებთ. კვარაცხელია, პოლიტანო, რასპადორი და სიმეონე კარგი ფეხბურთელები არიან’’.
16 ტურის შემდეგ „ნაპოლი'' 27 ქულით მე-5 ადგილზეა, „რომა'' 25 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. მე-17 ტურში „რომა'' „სტადიო ოლიმპიკოზე'' „რომას'' მიიღებს. მატჩი 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა.