სეოკ-მა წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ტალახაძე დაასახელა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა.
ნომინაციები
2023 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი'' (გოგონა) - მარიამ რაჰიმოვა (ბატუტზე ხტომა)
2023 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი'' (ვაჟი) - გიორგი თოხაძე (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე)
2023 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - ძიუდოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე
ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დავით ქლიბაძე
2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - თორნიკე შენგელია
2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გუბანოვა (ფიგურული სრიალი)
2023 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი
ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგისთვის - სანდრო ბაზაძე
ოლიმპიური სპორტის მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი
2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე
ქართული სპორტის სიამაყე - ნინო სალუქვაძე
მეტოქის მიერ გამოვლენილი გულისხმიერებისთვის სპეციალური ჯილდო გდაეცემა ევროპის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანს, მათე გველესიანს (ძიუდო).
მესამე ევროპულ თამაშებზე მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან აღნიშნული თამაშების ჩემპიონები: ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვანდო) და ლუკა შონია (კიკბოქსინგი).
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური ჯილდო ლაშა ტალახაძეს გადაეცა.