ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

სუარესი მესისთან ერთად ითამაშებს - შეთანხმება მიღწეულია

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლუის სუარესი კარიერას „ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს. ურუგვაელი MLS-ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის დასრულების შემდეგ კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ.

2014-20 წლებში მესი და სუარესი „ბარსელონაში'' თანაგუნდელები იყვნენ. ამავე წლებში ურუგვაელი კატალონიურ გრანდში სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად თამაშობდა. ასე რომ აღნიშნული ფეხბურთელები კვლავ თანაგუნდელები იქნებიან.

36 წლის ლუის სუარესი მიმდინარე წელს ბრაზილიურ „გრემიოში'' თამაშობდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 53 მატჩში 26 გოლი შეაგდო და 17 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები