აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

დე ლაურენტისი: გარსია დანიშვნის დღესვე უნდა მომეხსნა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში რუდი გარსიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა - როდის მიხვდა ის, რომ ფრანგი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა შეცდომა იყო?

„როცა გარსია კაპოდიმონტეში წარვადგინე, იმ დღესვე გავაანალიზე, რომ გუნდზე საკმარისი ინფორმაცია და წარმოდგენა არ ჰქონდა. მივხვდი, რომ მისი დანიშვნა შეცდომა იყო. ამ დროს მას წესით სპალეტის დაწყებული საქმის გაგრძელება უნდა შესძლებოდა, ეს საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

რატომ ვფიქრობ ასე? წესით, როცა ის ხალხს და პრესას წარვუდგინე, ამის შემდეგ თეატრალური ჟესტი უნდა გამეკეთებინა და პუბლიკისთვის მეთქვა - „თქვე ის წარგიდგინეთ, ახლა კი მას ვუშვებ“. რატომ? იმიტომ, რომ, როდესაც ვიღაც ჩამოდის და ამბობს, რომ მე არ ვიცი ნაპოლის შესახებ და არ მინახავს გუნდის მატჩი... მე ყველაფერი მაშინვე უნდა გამეგო. ამის ნაცვლად კი მას გავუღიმე.

საქმე იმაშია, რომ გარსიამ ეს მეორედაც გაიმეორა. კასტელ ვოლტურნოში დილიდან საღამომდე უნდა დავრჩენილიყავი“.

- განაცხადა დე ლაურენტისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-4 ფეხბურთელს დავიმატებთ - ლაურენტისს ხვიჩას ახალ კონტრაქტზე არ უსაუბრია
3-4 ფეხბურთელს დავიმატებთ - ლაურენტისს ხვიჩას ახალ კონტრაქტზე არ უსაუბრია