ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მის გონებაში განსაკუთრებული ადგილი მიკავია“ | ილია ვოლკანოვსკიზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა. „ელ მატადორი“ „ვოლკთან“ საჩემპიონო ბრძოლას გამართავს და მას 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გამართავს.

„იაირ როდრიგესთან ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის გონებაში განსაკუთრებული ადგილი მიკავია. როგორც კი ჩხუბი დასრულდა და ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა, მე მომძებნა და ჩემთან მოვიდა. აშკარაა, რომ მის გონებაში ვცხოვრობთ.

საინტერესო ჩხუბი იქნება და ჩემი მეტოქე შესანიშნავი მებრძოლია. Pound for pound რეიტინგის პირველი ნომერი იყო და დიდი ხანია ჩემპიონია. ტიტული ბევრჯერ დაიცვა და ღირსეული მეტოქეა, რომელიც ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს. მის მიმართ პატივისცემას გამოვიჩენ და ეს ჩემი ყოველი ვარჯიშისას აშკარაა. ყველა მებრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, თითქოს მათ საუკეთესო ვერსიას ვხვდებოდი და გამონაკლისი არც ეს ჩხუბია. მჯერა, რომ სამზადისი შედეგს გამოიღებს და მიზანს მივაღწევ.

დგას თუ არა მომენტი, როცა ალექსი ყველაზე არასასურველ მდგომარეობაშია? კი, ნამდვილად ასე ვფიქრობ. თუ ბოლო მარცხის გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდება, ეს მას კარგს არაფერს მოუტანს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს, ანაჰაიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილის იჩხუბებს, რომლის მეტოქეც ჰენრი სეხუდო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის და ბარსას შემდეგ ნაპოლიც - დე ლაურენტისი სუპერ ლიგას ემხრობა
რეალის და ბარსას შემდეგ ნაპოლიც - დე ლაურენტისი სუპერ ლიგას ემხრობა