როი კინი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

ფერგი ფეხბურთელებს ჯარიმით დაემუქრა | როგორ დარჩა კინი საშობაო წვეულების მიღმა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, როი კინმა „წითელი ეშმაკების“ ერთ-ერთ საშობაო წვეულებაზე ისაუბრა. კინის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის გაფრთხილების გამო, იგი ღონისძიების მიღმა დარჩა და წვეულების მოწყობა მარტოს მოუწია.

„თუ სწორად მახსოვს, ტრავმირებული ვიყავი. სარეზერვო გუნდს ღამით გასართობად წასვლის უფლება ჰქონდა და მათთან ერთად წავედი. დრო გავატარე, მაგრამ ქალაქში პრობლემები შეგვექმნა.

პირველი გუნდის ფეხბურთელები რამდენიმე დღის შემდეგ, იმავეს აპირებდნენ და მახსოვს, სერ ალექს ფერგიუსონი გასახდელში შემოვიდა, ყველას თვალწინ დადგა და თქვა, რომ თუ ვინმეს დაინახავდა, ვინც ჩემთან ერთად სვამდა, დააჯარიმებდა. ფეხბურთელები ჯარიმის გამო ძალიან ანერვიულდნენ და საშობაო წვეულებამ ჩემ გარეშე ჩაიარა. საშობაო წვეულების მოწყობა მარტოს მომიწია“.

ცნობისთვის, როი კინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 1993-დან 2005 წლამდე იცავდა. „წითელი ეშმაკების“ მაისურით მას 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
LIVE: სუპერ ლიგა - მომხრე და მოწინააღმდეგე კლუბების განცხადებები
LIVE: სუპერ ლიგა - მომხრე და მოწინააღმდეგე კლუბების განცხადებები