სუპერ ლიგა, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

რეალის და ბარსას შემდეგ ნაპოლიც - დე ლაურენტისი სუპერ ლიგას ემხრობა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილებით, უეფა და ფიფა კონკურენციის კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, როდესაც 2021 წელს ევროპის სუპერ ლიგის შექმნას ხელი შეუშალეს.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ევროპულმა კლუბებმა განცხადებების გავრცელება დაიწყეს. უმრავლესობა ტურნირის შექმნის წინააღმდეგია და ჯერჯერობით მას ემიჯნება. საჯაროდ მხარდაჭერა კი მხოლოდ „რეალმა“ და „ბარსელონამ“ დაადასტურეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლი“ მზად არის სუპერ ლიგაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს. დე ლაურენტისი ამისთვის კარს ღიას ტოვებს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური საინფორმაციო სააგენტოს ANSA-ს ცნობით, დე ლაურენტისი სუპერ ლიგის შექმნის იდეას მიესალმება.

როგორც ვიგებთ, დე ლაურენტისი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს დიალოგში სხვა დიდ ევროპულ კლუბებთან, რათა პროექტი ერთობლივად აშენდეს. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სუპერ ლიგის, როგორც მერიტოკრატიული კრიტერიუმების ალტერნატიული ტურნირის მომხრეა.

ამგვარად, ნეაპოლელები გახდნენ მესამე კლუბი, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, თავიანთ 2-კლუბიან ტურნირს მალე დაიწყებენ“ | ჩეფერინი სუპერ ლიგაზე
„იმედია, თავიანთ 2-კლუბიან ტურნირს მალე დაიწყებენ“ | ჩეფერინი სუპერ ლიგაზე