LIVE: სუპერ ლიგა - მომხრე და მოწინააღმდეგე კლუბების განცხადებები
ევროპის სუპერლიგის შესახებ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილების შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში ტემპერატურა მაღალია.
ამიერიდან სუპერლიგის შექმნა სრულიად შესაძლებელია და უეფა/ფიფას წინ დიდი პრობლემები ელით, თუმცა ახალ ტურნირს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ, რომლებმაც განცხადებები უკვე გააკეთეს.
გთავაზობთ სუპერ ლიგის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა განცხადებებს:
მანჩესტერ სიტი
„2021 წლის შემდეგ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. სუპერ ლიგის მიღმა ვართ".
ტოტენჰემი
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ევროპული ფეხბურთის ღირებულებებს ვიზიარებთ და განვაგრძობთ სხვა კლუბებთან ერთად მუშაობას, რათა უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებში ვითამაშოთ“.
ჩელსი
„დღევანდელი გადაწყვეტილება ჩელსის პოზიციას არ ცვლის. გვჯერა, რომ პრემიერ ლიგასთან, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან, ევროპულ კლუბებთან, ფიფასთან და უეფასთან თანამშრომლობით, შეგვიძლია, გავაგრძელოთ ევროპული ფეხბურთის განვითარება, რათა მან სარგებელი ყველას მოუტანოს".
ინტერი
„ინტერი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ პოზიციას, რომ ფეხბურთის სამომავლო კეთილდღეობას მხოლოდ ECA-ში (ევროპული კლუბების ასოციაცია) შემავალი კლუბები დაიცავენ და ისინი ამას უეფასთან და ფიფასთან პარტნიორობითა და კოლაბორაციით გააკეთებენ. ჩვენ ევროპული სპორტული მოდელის ღირებულებების ერთგული კლუბი ვრჩებით".
Comunicato ufficiale di FC Internazionale Milano ????
— Inter (@Inter) December 21, 2023
ბენფიკა
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უეფას მონოპოლიას დაასრულებს და მომავალში ახალ გამოწვევებსა და ვარიანტებს გააჩენს, ადგილობრივი ჩემპიონატებისა და ტურნირების დაცვა და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია".
დორტმუნდის ბორუსია:
„ჩვენ არ ვართ ხელმისაწვდომი სუპერლიგისთვის".
????????⚫️ Borussia Dortmund reject the Super League, as club CEO Watzke confirms.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 21, 2023
“We are not available for Super League”. pic.twitter.com/MZ9EuZW409
რომა:
„კლუბი არანაირად არ უჭერს მხარს რომელიმე ეგრეთწოდებულ პროექტს და მათ შორის სუპერ ლიგასაც, რომელიც წარმოადგენს მიუღებელ შეტევას ეროვნული ლიგების მნიშვნელობასა და ევროპული ფეხბურთის საფუძვლებზე.
რომა თვლის, რომ ევროპული ფეხბურთის მომავალი კეთილდღეობა შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ კლუბების მიერ, რომლებიც ერთად მუშაობენ ECA-ს მეშვეობით, ძლიერი პარტნიორობითა და თანამშრომლობით უეფასა და ფიფასთან“.
???????????? AS Roma reject the Super League.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 21, 2023
“The club in no way endorses any so-called Super League project that would present an unacceptable attack on the importance of the national leagues and the foundations of European football”.
“AS Roma believes that European football’s… pic.twitter.com/vg7xl3cFrm
პსჟ:
„პსჟ სრულიად უარყოფს ეგრეთწოდებულ სუპერ ლიგის ნებისმიერ გეგმას, რაც ასევე იყო პირველივე დღიდან და ყოველთვის ასევე იქნება.
როგორც ამაყი ევროპული ინსტიტუტი, პსჟ მხარს უჭერს ევროპული სპორტული მოდელის პრინციპებს, ღია კონკურენციისა და ინკლუზიის ღირებულებებს და მუშაობს ევროპული ფეხბურთის ყველა აღიარებულ დაინტერესებულ მხარესთან - უპირველეს ყოვლისა გულშემატკივრებთან და მოთამაშეებთან, რომლებიც ფეხბურთის ცენტრში არიან და თამაშის გულს წარმოადგენენ“.
???????????? PSG reject the Super League.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 21, 2023
“Paris Saint-Germain totally and utterly rejects any plans for a so-called Super League, which has been the case from day one and will always remain the case”.
“As a proud European institution, PSG supports the principles of the European… pic.twitter.com/n9rycr2KLz
სუპერ ლიგის მოწინააღმდეგეთა სიას შეუერთდა ესპანური „სევილიაც“.
????⚪️???? Sevilla statement also confirms they have decided to reject the Super League. pic.twitter.com/CgCY5es1ob
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 21, 2023
მიუნხენის ბაიერნი:
„ყველაფერი ძალიან ნათელია: ბაიერნში სუპერ ლიგისთვის კარი დახურულია. ასეთი ლიგების შექმნა წარმოადგენს თავდასხმას შიდა ლიგების მნიშვნელობაზე და ევროპული ფეხბურთის სტატიკაზე“.
მადრიდის ატლეტიკო:
„ევროპულ საფეხბურთო ოჯახს არ სურს ევროპის სუპერლიგა.
სუპერლიგა არ უნდათ გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას, ესპანეთს (რეალისა და ბარსელონას გარდა) და ა.შ. ჩვენ მომხრე ვართ, დავიცვათ ევროპული საფეხბურთო ოჯახი, დავიცვათ შიდა ლიგები და დავრწმუნდეთ, რომ ევროტურნირებზე კვალიფიკაცია შესაძლებელი იქნება ყოველ სეზონზე მოედანზე გამოსვლის შედეგად“.
მანჩესტერ იუნაიტედი:
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ სრულად ვრჩებით უეფას ტურნირებში. მზად ვართ უეფასთან პოზიტიური თანამშრომლობისთვის, პრემიერ ლიგასთან და სხვა კლუბებთან ECA-ს მეშვეობით ევროპული თამაშის მუდმივ განვითარებისთვის“.
ახალ ტურნირს ცხადია პირველი 2 მომხრე ჰყავს - „რეალი“ და „ბარსელონა“. მათი განცხადებები:
მადრიდის რეალი:
„დღეს ევროპულმა სასამართლომ პროექტთან დაკავშირებით ფიფას და უეფას პოლიტიკა უკანონოდ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სუპერლიგაში მხოლოდ მადრიდის რეალი და ბარსელონა რჩებიან.
რეალი დიდი კმაყოფილებით მიესალმება ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი პრინციპების, ღირებულებებისა და თავისუფლებების გარანტიაზე. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ამ რეზოლუციის ფარგლებს უახლოეს დღეებში, მაგრამ მე ვგეგმავ ორ დასკვნას, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
ჯერ ერთი, ევროპული საკლუბო ფეხბურთი არ არის მონოპოლია და აღარასოდეს იქნება. მეორეც, დღეიდან კლუბები საკუთარი ბედის ოსტატები იქნებიან. კლუბებს სჯერათ, რომ მათ აქვთ უფლება შესთავაზონ და დააწინაურონ ევროპული ტურნირები, რომლებიც განაახლებს ჩვენს სპორტს და იზიდავს გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან. მოკლედ, დღეს ისევ გაიმარჯვა თავისუფალმა ევროპამ და გაიმარჯვა ფეხბურთმა და მისმა გულშემატკივრებმა.
ორ წელზე მეტია ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ დღეს კანონი, გონება და თავისუფლება ჭარბობს. ამიტომ მადრიდის რეალი ფეხბურთის საკეთილდღეოდ მუშაობას გააგრძელებს.
როგორც ჩვენ გავაკეთეთ თითქმის სამოცდაათი წლის წინ, როდესაც გადავდგით ფუნდამენტური ნაბიჯი ფეხბურთის ისტორიაში ევროთასების შექმნით, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მოვალეობა და პასუხისმგებლობა მივცეთ ევროპულ ფეხბურთს ახალი იმპულსი, რომელიც მას ასე სჭირდება.
ჩვენ ამას გავაკეთებთ მიუხედავად იმ კამპანიებისა, რომლებითაც განვიცდით და რომელიც უეჭველად გაძლიერდება დღეიდან. მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამდენი ათწლეულის შემდეგ მონოპოლიის დასრულება ადვილი იქნებოდა. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობა, გავაუმჯობესოთ ევროპული საკლუბო ფეხბურთი. ფეხბურთი 21-ე საუკუნის მწვერვალზე, გამჭვირვალე მმართველობით, რომელიც შეიძლება თანაარსებობდეს ახალ ტექნოლოგიებთან და კიდევ ერთხელ აღძრავს ვნებას და ემოციას, რომელიც გულშემატკივარს სწყურია.
დღეიდან ევროპული ფეხბურთის აწმყო და მომავალი საბოლოოდ კლუბების, ფეხბურთელების და მათი გულშემატკივრების ხელშია. ჩვენი ბედი ჩვენია და ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა. ეს დღე აღნიშნავს წარსულს და მომავალს. ეს დიდი დღეა ფეხბურთის ისტორიისა და სპორტის ყველა სახეობისთვის“.
????️ "It is a great day for the history of football"
— Sky Sports News (@SkySportsNews) December 21, 2023
Real Madrid president Florentino Perez is supportive of the prospect of a new European Super League ⚪ pic.twitter.com/7k1N7APa1z
ბარსელონა:
„ბარსელონა ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც სუპერლიგის პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი კლუბი, ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის ევროპაში ახალი ელიტური საფეხბურთო შეჯიბრის შექმნას, რომელიც ეწინააღმდეგება საფეხბურთო სამყაროს მონოპოლიას.
1899 წელს დაარსების დღიდან ბარსელონა ყოველთვის იყო ნოვატორი სპორტის სამყაროში, რომელიც ხელმძღვანელობდა მოძრაობას უფრო პროფესიონალური სტრუქტურებისკენ, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ამიტომ, როგორც ბოლო წლებში, კლუბი თვლის, რომ ევროპული ფეხბურთის საშუალოვადიანი მდგრადობა მოითხოვს A22-ის მიერ შემოთავაზებული სუპერლიგის მსგავსი კონცეფციის შექმნას. ჩვენ გვჭირდება ტურნირის სისტემა, რომელიც მოაგვარებს მატჩების გადატვირთულობის პრობლემას, იმუშავებს ფინანსური სამართლიანი თამაშის რეგულირებაზე და მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს წინა პლანზე დააყენებს. ეს სისტემა პატივს უნდა სცემდეს საშინაო შეჯიბრებებს და იყოს მერიტოკრატია, რომელიც დაფუძნებულია მოედანზე დაფიქსირებულ შედეგებზე.
როდესაც კლუბი 125 წლის იუბილეს აღნიშნავს, ბარსას სურს გააგრძელოს თავისი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რათა გადაჭრას ელიტარულ სპორტში მიმდინარე გამოწვევები.
სწორედ ამიტომ აცხადებს, რომ მხარს უჭერს A22-ის მიერ დაწინაურებულ სუპერლიგას და მოუწოდებს კონსტრუქციული დებატების გამართვას ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რასაც მხარი დაუჭირა დღეს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებამ“.
President @JoanLaportaFCB discusses the Super League sentence pic.twitter.com/BVW8QJl3fl
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 21, 2023