ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

„იმედია, თავიანთ 2-კლუბიან ტურნირს მალე დაიწყებენ“ | ჩეფერინი სუპერ ლიგაზე

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ტურნირის ორგანიზატორთა შეჩერებას არ აპირებს და მათ შეუძლიათ, ის გააკეთონ, რაც უნდათ.

„მათ შეჩერებას არ შევეცდებით და შეუძლიათ, რა ტურნირიც უნდათ, ის შექმნან. იმედია, თავიანთ ფანტასტიკურ 2-კლუბიან ტურნირს რაც შეიძლება, სწრაფად დაიწყებენ. იმედია, იციან, რას აკეთებენ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ. ფეხბურთი არ იყიდება.

ვნახე, რომ ინგლისურ პრესაში სუპერ ლიგას ზომბი ლიგა უწოდეს. შობა ახლოვდება. მათ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარი დაინახეს და ზეიმი დაიწყეს, მაგრამ როცა საჩუქარი გახსნეს, ნახეს, რომ შიგნით არაფერი იყო“.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის, სუპერ ლიგაში მხოლოდ ორი კლუბი, „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან გაწევრიანებული. სხვათა შორის, სუპერ ლიგის ხელმძღვანელები სპეციალურ პლატფორმას, Unify-ს ქმნიან, რომელზეც ამ ტურნირის ეგიდით გამართული მატჩების ხილვა უფასო იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის სასამართლომ სასამართლომ FIFA და UEFA დამნაშავედ ცნო და გამოიტანა ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა კონკურენციის კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, როდესაც 2021 წელს ევროპის სუპერ ლიგის ფორმირების იდეა დაბლოკეს და ახალ ტურნირში გაწევრიანებულ გუნდებს სანქციებით დაემუქრნენ. შესაბამისად, ამ გუნდებს შეუძლიათ სუპერ ლიგა ხელახლა შექმნან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი - რომელ ადგილზეა კვარაცხელია
The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი - რომელ ადგილზეა კვარაცხელია