სუპერ ლიგა
Aa
Aa

კანონპროექტს წარადგენენ | დიდ ბრიტანეთში კლუბებს სუპერ ლიგაში შესვლა აეკრძალებათ

დიდი ბრიტანეთის სპორტის, კულტურისა და მედიის სამინისტრო სუპერ ლიგის წინააღმდეგ გამოვიდა. სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგეგმება სპეციალური კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ადგილობრივ კლუბებს სუპერ ლიგაში შესვლას აუკრძალავს.

„განცალკევებული ტურნირის შექმნის მცდელობა ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ის მთავრობამ, კლუბებმა და გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს. იმ დროს, ჩვენ გადამწყვეტი ზომები მივიღეთ. უახლოეს პერიოდში, წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც სამომავლოდ კლუბებს ასეთ ტურნირებში მონაწილეობას აუკრძალავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა FIFA-ს და UEFA-ს მიერ კლუბებისთვის სხვა ტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა. მათი შეფასებით, ორგანიზაციების გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რაც კონკურენციის თავისუფლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ სუპერ ლიგის ხელმძღვანელები სპეციალურ პლატფორმას, Unify-ს ქმნიან, რომელზეც ამ ტურნირის ეგიდით გამართული მატჩების ხილვა უფასო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შარშან კვარამ ჩემი აყვირებაც შეძლო“ - რას იხსენებს არიგო საკი
„შარშან კვარამ ჩემი აყვირებაც შეძლო“ - რას იხსენებს არიგო საკი