ხვიჩა კვარაცხელია, არიგო საკი
Aa
Aa

„შარშან კვარამ ჩემი აყვირებაც შეძლო“ - რას იხსენებს არიგო საკი

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუს დროს შარშანდელი „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. საკიმ აღნიშნა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მისი აყვირებაც შეძლო.

რას ამბობს საკი:

გასულ სეზონში, როდესაც „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა, იმის სარკე იყო, რასაც სპალეტის გუნდი წარმოადგენდა. როგორც წესი, ასეთი შედეგი ყველას აბნევს, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იტალიაში თავისი სტილი თითქმის არც ერთ გუნდს არ აქვს, გამორჩეული თვისებები აკლიათ და საზოგადოება მათ გამოჩენას ელის. „ნაპოლიმ“ კი ეს ყველაფერი დაარღვია. როცა მათ ვუყურებდი, ჩემი ლექსიკონიდან ამოვშალე სიტყვა - იღბალი. განსაკუთრებით გამაოცა სამი ფეხბურთელის თამაშმა - ლობოტკა, ოსიმენი და კვარა.

როდესაც კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ გაუტანა, ბოლო ხმაზე ვიყვირე. ჩემი ცოლი ოთახში გაოცებული და შეშინებული შემოვარდა და მკითხა, რა ხდებოდა.

კვარას გოლი „იუვესთან“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით გაუსწრო. სეზონის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ  სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეაფასა იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას და კვერნაძის თამაში
როგორ შეაფასა იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას და კვერნაძის თამაში