მაიამი ჰიტი, გოგა ბითაძე, მილუოკი ბაქსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 12 წუთი - ორლანდო მაიამისთან დამარცხდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და 9 ქულის სხვაობით, 106:115 დამარცხდა. შეხვედრაში სტუმრებმა უპირატესობა თამაშის პირველივე ნახევარში მოიპოვეს და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. გარდამტეხი მეორე მეოთხედი იყო, რომელიც „ჰიტმა“ 26:43 მოიგო და იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებმა დასკვნითი მეოთხედი 34:26 მოიგეს, ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ შეძლეს.

იმის გამო, რომ „მეჯიქს“ სასტარტოს ცენტრი, უენდელ კარტერ ჯუნიორი დაუბრუნდა, ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დიდი დრო არ მიუღია. გოგამ პარკეტზე 12:19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ასისტი და 2 ბლოკი მოაგროვა. ბითაძის ანგარიშზე 3-დან 2 ორქულიანი იყო. ასევე, ერთხელ ჰქონდა პერიმეტრიდან ჩაგდების მცდელობა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა. ამის გარდა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მეტოქის წინააღმდეგ კი არ დაჯარიმებულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ჰიტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ტაილერ ჰერო გახდა, რომელმაც 35 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი მოაგროვა, მასპინძელი გუნდიდან კი კოულ ენტონი გამოირჩა - 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი 25 წუთში.

16 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქს“ 16 მოგება და 10 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 დეკემბერს, სტუმრად „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები