იანვარში ელმასი ლაიპციგში გადავა - შეთანხმება თითქმის მიღწეულია
„ნაპოლის“ ჩრდილო მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი იანვარში გუნდს დატოვებს და კარიერას „ლაიპციგში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ბუნდესლიგის კლუბმა ნეაპოლელებს 25 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ელმასს კი ხელშეკრულებას 2028 წლამდე გაუფორმებენ. სეზონურად ის 3 მილიონ ევროს მიიღებს.
„ნაპოლისთან“ ელმასის ხელშეკრულებას ვადა 2025 წელს გასდის. ფეხბურთელს მისი გახანგრძლივება არ სურს და მაკედონიელის გაშვების წინააღმდეგი არც „პარტენოპეი“ ჩანს.
„ლაიპციგს“ ელმასი შვედი ემილ ფორსბერგის შემცვლელად სურს, რომელიც კარიერას MLS-ის „ნიუ იორკ რედ ბულსში“ გააგრძელებს.
„თუ, ვინმეს წასვლის სურვილი აქვს, მე მას ხელს არ შევუშლი“.
- თქვა ვალტერ მაცარიმ „ფროზინონესთან“ მარცხის შემდეგ, რითაც ფაქტობრივად ელმასის ტრანსფერს მწვანე აუნთო.
შეგახსენებთ, რომ მაცარი კლუბის ბაზაზე პრეზიდენტ დე ლაურენტისს შეხვდა. საუბრის თემა გუნდის გაძლიერება, ტრანსფერები და შესაძლო ახალი სათამაშო სქემა იყო. „ნაპოლი“ იანვარში ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის შეძენას შეეცდება.